"აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ უზნეობის და გარყვნილების პროპაგანდის - არა"

კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარის დავით ლილუაშვილის განცხადებით, "აზრის გამოხატვის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ უზნეობის და გარყვნილების პროპაგანდის - არა".

ამის შესახებ ლილუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

"გაუგებარია, რატომ აბრალებენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებს, რომ თურმე, რაც მოხდა რუსთაველზე, ამაში ისინი არიან დამნაშავეები. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი ადეკვატური პოზიცია აქვს ხელისუფლებას და დედა-ეკლესიას ძალადობის წინააღმდეგ. ხელისუფლებისთვის, დედა-ეკლესიისთვის და საზოგადოებისათვის რა თქმა უნდა, დაუშვებელია ყოველგვარი ძალადობა. მე ვწუხვარ, რომ განვითარებული მოვლენების შედეგად არიან დაშავებული პირები, მათ შორის, ჟურნალისტები და პოლიციელები", - ნათქვამია ლილუაშვილის განცხადებაში.