დავით სერგეენკო:  დღევანდელ აქციაზე სულ 28 ადამიანი დაშავდა

დავით სერგეენკო: დღევანდელ აქციაზე სულ 28 ადამიანი დაშავდა

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე სულ 28 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, 11 ადამიანი სტაციონარშია გადაყვანილი, 1 - გაწერილია ბინაზე, ხოლო დანარჩენებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. სერგეენკოს განცხადებით, ამ დროისთვის ერთი საშუალო სიმძიმის დაზიანებაა დაფიქსირებული.

"ყველა დაზიანება საბედნიეროდ მსუბუქია, გარდა ერთისა, საშუალო სიმძიმისაა - კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა. ერთ თქვენს კოლეგას, საუბარია, რადიო "ფორტუნას" ჟურნალისტ ხატია კალანდაძეზე, თხემის ბლაგვი ჭრილობა აღენიშნება და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 3 პოლიციელია დაზიანებული, თუ სწორად მახსოვს. სულ ეს არის, რაც ამ დროისთვის ვიცი", - აღნიშნა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბარში.