პრეზიდენტმა პარლამენტს გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კახა იმნაძის კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კახა იმნაძის კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კახა იმნაძის კანდიდატურა წარუდგინა. კანდიდატზე განცხადება დღევანდელ ბიუროზე შევიდა. 

კახა იმნაძე რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის საბჭოს წევრია. მას 1998 წელს მიანიჭეს მრჩევლის დიპლომატიური რანგი. 2000-2003 წლებში იყო "საქინფორმის" გენერალური დირექტორი, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი. 2004-2012 წლებში მუშაობდა დამოუკიდებელ ექსპერტად საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური რისკების შეფასების საკითხებში.