თომას ჰამერბერგი პატრიარქს საჯარო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს

თომას ჰამერბერგი პატრიარქს საჯარო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში თომას ჰამერბერგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საჯარო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ჰამერბერგის მიერ უწმინდესისთვის გაგზავნილ მიმართვაშია აღნიშნული:

"მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში დღეს გამართული დემონსტრაცია ძალადობით დასრულდა, დაშავებული არიან ადამიანები. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ქუჩებში ჯერაც არეულობაა და კვლავაც არსებობს ძალადობის რისკი. თქვენო უწმინდესობავ, ამ კრიზისულ სიტუაციაში მჯერა, გააკეთებთ საჯარო განცხადებას და მოუწოდებთ დემონსტრანტებს დაშლისა და სახლებში წასვლისკენ. რაც გადამწყვეტ წვლილს შეიტანს კანონისა და წესრიგის აღდგენაში", - აღნიშნულია მიმართვაში.