"ციხეებში ადამიანებს აუპატიურებდნენ და დღეს სხვებზე საუბრობენ, რომ მოძალადეები არიან"

მეუფე იაკობის განცხადებით, "ციხეებში ადამიანებს აუპატიურებდნენ და დღეს სხვებზე საუბრობენ, რომ მოძალადეები არიან".

ამის შესახებ მეუფემ სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

"ციხეებში ადამიანებს აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ახლა ვისზე ამბობ, რომ მოძალადეები არიან. არასამთავრობოებმა და მათმა შეგზავნილებმა რა პროვოკაციები მოაწყვეს ეს არ ვიცი. დღეს ჩვენმა ერმა აჩვენა, რომ დიდი ფასეულობები აქვს. თუ ვინმეს უნდა, რომ ვაჟკაცებად დავხვდეთ ასეც მოვიქცევით. ჩვენ არაფრის გვეშინია, თუმცა არ ვიმუქრებით, რადგან ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სჯობს, ქვეყნის განვითარებას ხელი არავინ შეუშალოს. ჩვენ უცხოელების საქმეში არ ვერევით და არც ისინი უნდა ჩაერიონ. თორემ გლობალიზაცია გარდაუვალია, ჩვენი გზა ევროპულია", – ბრძანა მეუფემ და დასძინა, რომ ყველას მოუწოდებს, ქართული ერის ღირსებას არ შეეხოს.

"ეპისკოპოსობა იმად არ მიღირს, რომ თუ ქვეყანას დასჭიორდება რიგით ჯარისკაცად ყოფნაზე უარი ვთქვა", - განაცხადა მეუფემ.