აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტისკენ გადაინაცვლა, ნაწილი კი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტისკენ გადაინაცვლა, ნაწილი კი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები უცხო პიროვნებას დაედევნენ, რომელიც მათი განცხადებით, ლგბტ აქტივისტია.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი რუსთაველის გამზირიდან იტყობინება, აქციის მონაწილეები ახალგაზრდას შეურცხმყოფელი შეძახილებით მისდევდენ. მან, თავი მეტრო "თავისუფლების მოედნის" შესასვლელს შეაფარა, რის შემდეგაც, სამართალდამცავებმა მეტროს კარები დაკეტეს და აქციის მონაწილეებს მეტროში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

ამ წუთებში "თავისუფლების მოედნის" მეტროს მიმდებარე ტერიოტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა, ნაწილი კი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება.