ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგო აქციაზე 20-მდე ადამიანი დაშავდა

ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგო აქციაზე 20-მდე ადამიანი დაშავდა

ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგო აქციაზე 20-მდე ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნინო სამადაშვილმა აცნობა, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე 16 სამედიცინო ბრიგადა გავიდა. 

ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ინციდენტებისას 13 დაზარალებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დაშავებულები ძირითადად ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

როგორც "ინტერპრენსიუსს" კლინიკიდან აცობეს, პაციენტებს თავის, კიდურების და სხეულის სხვა ნაწილებზე მსუბუქი დაჟეჟილობები და ნახეთქი ჭრილობები აღენიშნებათ.
დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია, რომელიც ინგოროყვას კლინიკიდან იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია, ერთ-ერთ მათგანს ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ფეხი მოსტყდა, ხოლო რადიო "ფორტუნას" ჟურნალისტ ხატია კალანდაძეს თავი გაუტყდა.

პაციენტთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.