"საფრთხის შემცველი რამდენიმე კერა ჯერ კიდევ არსებობს"

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ‘’საფრთხის შემცველი რამდენიმე კერა ჯერ კიდევ არსებობს".

ამის შესახებ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"პოლიციამ პირველ ეტაპზე სიტუაციას მართავდა, თუმცა მისი მართვა მას შემდეგ გახდა შეუძლებელი, რაც დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს. ამ ეტაპზე ჩვენი ინფორმაციით, საფრთხის შემცველი რამდენიმე კერა კიდევ არსებობს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, დემონსტრანტებმა რამდენიმე ავტომანქანა დაამტვრიეს და შენობებში შეჭრა სცადეს. მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი", - განაცხადა ნანუაშვილმა.