აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან მდებარე

აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან მდებარე "პოპულში" შესვლას ცდილობენ

ლგბტ აქციის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიასთან მდებარე სუპერმარკეტ "პოპულთან" არიან შეკრებილები. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ლგბტ-ები და მათი მხარდამჭერები, შესაძლოა, "პოპულში" "იმალებოდნენ".

აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეები სუპერმარკეტში შესვლას ცდილობენ, თუმცა ამის უფლებას მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.