შსს-ს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ცრემლსადენი გაზი არ გამოყენებია

შსს-ს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ცრემლსადენი გაზი არ გამოყენებია

შს სამინისტროს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ცრემლსადენი გაზი არ გამოყენებია. 

ამის შესახებ "პირWელს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა აქციაზე ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

"მე პირადად ვიმყოფები რუსთაველის გამზირზე და შემიძლია, გითხრათ, რომ ცრემლსადენი გაზის გაშვებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა გიორგობიანმა.

შეგახსნებთ, რომ დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართულმა აქციამ სასულიერო პირებისა და მრევლის წინააღმდეგობა გამოიწვია. მათ ლგბტ პირებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.