ვანო მერაბიშვილსა და ნიკა რურუას სახელმწიფო დაცვა მოეხსნათ

ვანო მერაბიშვილსა და ნიკა რურუას სახელმწიფო დაცვა მოეხსნათ

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილ მინისტრს ნიკა რურუას სახელმწიფო დაცვა მოეხსნათ.

ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით ბესტავაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას მომზადებული აქვს განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, დასაცავ პირთა სიას პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობა შეადგენს.

ბესტავაშვილის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვა რამდენიმე პირს მოეხსნათ, რომლებიც დღემდე პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი დაცვით სარგებლობდნენ. ესენი არიან – ვანო მერაბიშვილი და ნიკა რურუა.