ვაჩნაძის ქუჩაზე სახალხო დამცველი მივიდა

ვაჩნაძის ქუჩაზე სახალხო დამცველი მივიდა

ვაჩნაძის ქუჩაზე საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნანუაშვილმა განუცხადა, დღევანდელი აქცია ლეგიტიმური იყო. 

"დღევანდელი აქცია ლეგიტიმური იყო, თუმცა, როგორც ვნახეთ, მოხდა დაპირისპირება და არიან დაზარალებულები. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას და შექმნილი ვითარების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გავავრცელებთ", - განმარტა ნანუაშვილმა.

ვაჩნაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. ლგბტ-ებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებმა ქვები და წყლით სავსე ბოთლები დაუშინეს. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთთი სამართალდამცველი და რადიო "ფორტუნას" ჟურნალისტი.