კოლმეურნეობის მოედანზე პოლიციელი დაშავდა

კოლმეურნეობის მოედანზე პოლიციელი დაშავდა

კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტისას კიდევ ერთი პოლიციელი დაშავდა. ლგბტ აქციის წარმომადგენლები სამარშრუტო ტაქსით გადაყავდათ, რასაც მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სწორედ ამ დროს დაშავდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობდა. კერძოდ, მას დაზიანება მიღებული აქვს თავის არეში. 

პოლიციის თამამშრომელი სამედიცინო დახმარების მისვლამდე საავადმყოფოში პატრულის მანქანით გადაიყვანეს.