სამართალდამცველებმა ლგბტ-ებისა და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოდ გაყვანა შეძლეს

სამართალდამცველებმა ლგბტ-ებისა და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოდ გაყვანა შეძლეს

"თავისუფლების მოედნიდან" სამართალდამცველებმა ლგბტ-ებისა და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოდ გაყვანა შეძლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პუშკინის სკვერიდან ამ დროისთვის ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ყველა მონაწილე გაყვანილია.

მათი ტერიტორიიდან გაყვანა სამართალდამცველებმა ე.წ. ყვითელი ავტობუსებით უზრუნველყვეს, თუმცა იქამდე, ვიდრე მათ ავტობუსებში მოათავსებდნენ სექსუალური უმცირესობების საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები დაუშინეს.