ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქცია აღარ გაიმართება

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქცია აღარ გაიმართება

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქცია აღარ გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლგბტ-ების აქცია 15:00 საათზე ჭავჭავაძის მოედანზე იგეგმება, საითკენაც ისინი დაძვრასა და გაპროტეტსტებას აპირებენ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც "პირWელს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ვაჭარაძემ განუცხადა, დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძლის დღესთან დაკავშირებით აქცია ვეღარ გაიმართება.

"ნახეთ, რაც მოხდა, შესაბამისად, დღეს აქცია ვეღარ გაიმართება. როგორც კი აქციის მონაწილეები შემოიჭრნენ პუშკინის სკვერში, პოლიციამ იქაურობას გაგვარიდა. ახლა უსაფრთხო ადგილას მივყავართ. შეფასებებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მოგვიანებით გავაკეთებთ", - განაცხადა ვაჭარაძემ.

ამასთან, ის არ ფლობს ინფორმაციას შეხლა-შემოხლის შედეგად არიან თუ არა დაზარალებულები და დაკავებულები.