"იდენტობის" ორგანიზებით დაგეგმილი აქციის მონაწილეებს სასულიერო პირები და მრევლი მისდევენ

"იდენტობის" ორგანიზებით დაგეგმილი აქციის მონაწილეებს სასულიერო პირები და მრევლი ლესელიძის ქუჩის გავლით მისდევენ.

ინციდეტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მეუფე იაკობი და სხვა სასულიერო პირები პარლამენტის შენობის წინ აქციაზე დაბრუნდნენ.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდთან იმყოფებიან.

როგორც ისინი აცხადებენ, ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები სწორედ ამ მიმართულებით წავიდნენ.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეების შეჩერებას ვერ ახერხებენ.