სასულიერო პირებთან მოლაპარაკებები გრძელდება

სასულიერო პირებთან მოლაპარაკებები გრძელდება

სასულიერო პირებთან მოლაპარაკებები თავისუფლების მოედანზე, მერიის ძველი შენობის წინ მიმდინარეობს. მოლაპარაკებებს სასულიერო პირებთან შს სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ , აქ იმყოფება, ასევე, შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, რომელიც აცხადებს, რომ პოლიცია ყველას უფლებებს დაიცავს.

თავისფლების მოედანი გადაკეტილია ყველა მიმართულებით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და მიმდებარე პერიმეტრზე ათეულობით პოლიციელია განლაგებული.
ერთ-ერთი ვერსიით, ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფელშემობი მერიის ძველ შენობასთან გაიმართება.