ლგბტ ფლეშმობი, სავარაუდოდ, ძველი მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება

ლგბტ ფლეშმობი, სავარაუდოდ, ძველი მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება

ლგბტ-ების მიერ ჰომოფობების წინააღმდეგ მიმართული აქცია დაგეგმილ ადგილზე, სავარაუდოდ, აღარ გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა განუცხადა , რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მივიდა.

"აქცია და ფლეშმობი ვეღარ გაიმართება იქ, სადაც დაგეგმილი იყო, რადგან პარლამენტის შენობის წინ უკვე სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი", - განაცხადა გომელაურმა, რომლის განმარტებითაც, ორივე მხარის უსაფრთხოება დაცული იქნება.

ლგბტ აქტივისტების ფლეშმობი,სავარაუდოდ, ძველი მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველების დამატებითი დანაყოფები მივიდა, რომლებიც მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" წინ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდნენ.