გიორგი მარგველაშვილი - აქციებს საკითხს არა მე, არამედ კონსტიტუცია არეგულირებს

გიორგი მარგველაშვილი - აქციებს საკითხს არა მე, არამედ კონსტიტუცია არეგულირებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აქციების საკითხს კონსტიტუცია არეგულირებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე
ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს დაგეგმილ ლგბტ აქციას გამოეხმაურა.

"აქციების საკითხს მე არ ვარეგულირებ, არეგულირებს კონსტიტუცია. შესაბამისად, კითხვა არ დგას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ჯგუფის ინტერესი უნდა იყოს დაცული", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვიცე-პრემიერი აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
"ეს არის კონკრეტული დემონსტრაციის და კონკრეტული დღის შეფასება. ბუნებრივია, ერთი ჯგუფისათვის მეორე ჯგუფის პოზიცია მიუღებელია, მაგრამ ეს სხვა თემაა. მთავარია, ის ჩარჩო, რომელშიც მოვლენები განვითარდება, ეს ის ჩარჩოა, რომელსაც იცავს სახელმწიფო, მთავარია ყველაფერი იყოს მშვიდობიანად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.