სახალხო დამცველი – თუ დღევანდელ აქციაზე დაპირისპირება წარმოიშვა, პასუხისმგებლობა შს სამინისტროს დაეკისრება

სახალხო დამცველი – თუ დღევანდელ აქციაზე დაპირისპირება წარმოიშვა, პასუხისმგებლობა შს სამინისტროს დაეკისრება

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ "იდენტობის" დღევანდელ აქციაზე თუ დაპირისპირება წარმოიშვა, ამაზე პასუხისმგებლობა შს სამინისტროს დაეკისრება.

როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა სოფო ბენაშვილმა განუცხადა, სახალხო დამცველის პოზიციაა, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, გამართოს აქცია და შეიკრიბოს როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

"შესაბამისად, ამ ჯგუფს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და გამართოს აქცია. ამავდროულად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს და შესაბამისი ღონისძიებები გააკეთოს ნებისმიერი ინციდენტების პრევენციისა და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რათა აქციის მონაწილეებს ბოლომდე მიეცეთ აქციის ჩატარების შესაძლებობა. თუ წარმოიშვა დაპირისპირება, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შს სამინისტროს, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ დაიცვას აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი", - განაცხადა სოფო ბენაშვილმა.