მეუფე იაკობი იმედოვნებს, რომ დღეს ლგბტ აქცია არ ჩატარდება

მეუფე იაკობი იმედოვნებს, რომ დღეს ლგბტ აქცია არ ჩატარდება

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი იმედოვნებს, რომ დღეს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია არ ჩატარდება.

როგორც მეუფემ განაცხადა, ხალხში არის ისეთი განწყობა, რომ ამით უმრავლესობის უფლებები ილახება. "პირდაპირ გეტყვით, ეს არის თავსმოხვეული და ვიღაცეები ამას მხოლოდ და მხოლოდ გრანტის ასაღებად იყენებენ. როგორ ცხოვრობენ, ეს მათი პირადი საქმეა, ადამიანი თავისუფალია, გააჩნია თავისი ნება, თვითონ ირჩევს - რა აირჩიოს და რა არა, უშუალოდ თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე", - აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, როდესაც ერის ტრადიციებს, ერის ზნეობრიობას ასე ეხებიან, შემდეგ საზოგადოებას აქვს უფლება, ასევე პროტესტის გრძნობით გამოხატოს ყოველივე ეს. "ვიმედოვნებთ, რომ არ ჩატარდება, მით უმეტეს, ჩვენი ვაჟკაცების სისხლი დაიღვარა ახლა. ძალიანაც რომ მოინდომონ, არ დავუშვებთ, ესეც იცოდეთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.