12 არასამთავრობო ორგანიზაცია სექსუალური უმცირესობების აქციების გამართავს ეწინააღმდეგება

12 არასამთავრობო ორგანიზაცია სექსუალური უმცირესობების აქციების გამართავს ეწინააღმდეგება

12 არასამთავრობო ორგანიზაცია სექსუალური უმცირესობების აქციების გამართავს ეწინააღმდეგება და მათი პროპაგანდის კანონმდებლობით აკრძალვას მოითხოვს.

ამასთან დაკავშირებით მოძრაობა "ეროვნული ფრონტის" ორგანიზებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო
მათი განცხადებით, გარყვნილების საჯაროდ ქუჩაში პროპაგანდა დაუშვებელია, განსაკუთრებით კი მიუღებელია სექსუალური უმცირესობების უფლებადაცვითი აქციების ფორმით შენიღბული აღლუმების რუსთაველის გამზირზე გამართვა, სადაც ქაშუეთის ტაძარი და 9 აპრილის მემორიალი მდებარეობს.

ლგბტ საზოგადოების უფლებების დამცველი ორგანიზაცია "იდენტობის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია დღეს, 13:00 საათზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთანაა დაგეგმილა. სწორედ ამ აქციის გამართვის საწინააღმდეგოდ "ეროვნული ფრონტისა" და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დილის 09:00 საათიდან შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე; 11:00 საათზე კი მათ მრევლი და სასულიერო პირები შეუერთდებიან.

როგორც "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლები აცხადებენ, მათი გამოსვლა მშვიდობიანი იქნება და მათი ძალა ამ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვაა და ის განცხადებები რომლებიც გაჟღერდება პირველ რიგში საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ "იდენტობის" მხირდან გარკვეულ პროვოკაციებსაც ჰქონდეს ადგილი.