ფილარმონიიდან ქაშვეთის ეკლესიისკენ დღეს სასულიერო პირებისა და მრევლის ლოცვითი მსვლელობა მოეწყობა

ფილარმონიიდან ქაშვეთის ეკლესიისკენ დღეს სასულიერო პირებისა და მრევლის ლოცვითი მსვლელობა მოეწყობა

ფილარმონიიდან ქაშვეთის ეკლესიისკენ დღეს სასულიერო პირებისა და მრევლის ლოცვითი მსვლელობა მოეწყობა. მსვლელობაში სხვადასხვა ტაძრების მღვდელმსახუნი და მრევლი მიიღებს მონაწილეობას და ამით ისინი პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას გააპროტესტებენ.

აქცია მშვიდობიანი და მდუმარე იქნება და 11.00 საათზე დაიწყება. გარდა ამისა, მისი მონაწილეები მიმართავენ მძღოლებს, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ლგბტ აქტივისტების შეკრება, მთელი საქართველოს მასშტაბით, 13.00 საათზე მანქანების საყვირით გააპროტესტონ.