"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილების პროექტს 1 მოსმენით კენჭი ვერც დღეს უყარეს

საქართველოს პარლამენტში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს 1 მოსმენით კენჭი ვერც დღეს უყარეს.

პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა კიდევ ერთხელ დაფიქსირეს თავიანთი პოზიცია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ქეთევან ციხელაშვილს შეკითხვებით მიმართეს.

ციხელაშვილის გამოსვლის შემდეგ დრო დეპუტატებს დაეთმო, 21:00 საათზე კი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.

პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლა, პირველ ჯერზე, არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ წესით დაისჯება.