სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ბესიკ თეთვაძის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ასევე სხვა დაკავებულებს, ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწნებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს თანხების მითვისებასა და გაფლანგვას.

ხაჟალიას ინფორმაციით, დაკავებულთაგან რამდენიმეს ბრალი სხვა მუხლებითაც წარედგინათ.

"თეთვაძეს ბრალი 182-ე მუხლით წარედგინა, რომელიც მაქსიმალურ ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების თანახმად, იგი დაეხმარა სხვა მუშა ჯგუფის წევრებთან ერთად შპს "მექანიზატორის" დირექტორს, რომ მიეთვისებინა და გაეფლანგა მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხა", - განაცხადა ხაჟალიამ.

მისივე ინფორმაციით, არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და არც დაკავებულები, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

ადვოკატის თქმით, გამოძიება დღეს უკვე გადააგზავნის სასამართლოში საქმეს, რის შემდეგაც, სასამართლო დაადგენს, თუ როდის უნდა იმსჯელოს დაკავებულებისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ შვიდი პირია დაკავებული.