მახათას მთაზე კათოლიკოს-პატრიარქი ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის

მახათას მთაზე კათოლიკოს-პატრიარქი ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 7 მაისს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე მახათას მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა გიორგი ყიფშიძემ განუცხადა, თავად შეკრებას ორგანიზებას გაუწევს ფონდი "ივერიისა" და პაატა ბურჭულაძე.

წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მღვდელმსახურნი მსვლელობას გაუწევენ ორგანიზებას, რომელიც 7 მაისს, 17.00 საათზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მოქმედი ეკლესიიდან დაიწყება. მრევლის შეკრება სწორედ ამ ეკლესიასთან მოხდება, საიდანაც მშენებარე ტაძრამდე მსვლელობით სპეციალურად დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადაბრძანდება.

ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისის შემდეგ მახათას მთაზე შეკრებილ მრევლს საჩუქრად გადაეცემა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც დატანილია მისი უწმიდესობის მიერ შექმნილი ოჯახის დალოცვა.

მახათას მთაზე ისტორიული მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. ამჟამად იქ საძირკველის სამუშაოებია დასრულებული.