შპს

შპს "ადითის" ჩოხატაურის ფილიალის მედპერსონალი ისევ გაფიცულია

შპს "ადითის" ჩოხატაურის ფილიალის მედპერსონალი ისევ გაფიცულია. ექიმები სახელფასო დავალიანების დაფარვას და შრომითი ხელშეკრულებების შეცვლას ითხოვენ. კომპანია "ადითის" წარმომადგენლის თქმით, ექიმებს ორი თვის სახელფასო დავალიანება უკვე ჩაერიცხათ, მაგრამ გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. პაციენტებს გადაუდებელ მომსახურებას რეფერალური სამსახურის ბათუმისა და თბილისის ბრიგადები უწევენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ექიმებმა განუცხადეს, გაფიცვას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ სამი თვის ხელფასის დაფარვა არ მოხდება და არ ექნებათ პირობა, რომ შეიცვლება ხელშეკრულების პირობები.
"ჩვენი მოთხოვნაა, სახელმწიფო მართვაში გადავიდეს საავადმყოფო და ამ გადაწყვეტილებით ყველა პრობლემას მოევლება", – აცხადებენ ექიმები.

საავადმყოფოს დირექტორის, თეიმურაზ კოროშინაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ საავადმყოფოს მედპერსონალმა პაციენტების მომსახურება განაახლოს.
ჩოხატაურის საავდმყოფო აიჰოპის შვილობილ კომპანია ადითს მართვაში სამი წლის წინ გადაეცა.