"იმაზე, რაც სამინისტროში ხდება, თავად მინისტრია პასუხისმგებელი"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, იმაზე, რაც ნებისმიერ სამინისტროში ხდება, თავად მინისტრია პასუხისმგებელი.

ამის შესახებ საგანელიძემ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი სიკეთის პარალელურად, როგორც ჩანს, დამინისტროს რაღაც სტრუქტურეებში მაინც ხდებოდა ის, რაც დაუშვებელია და რისთვისაც ალბათ, ყველანაირი ზომა უნდა იყოს მიღებული. ალბათ, დროულად მოხდა მაინც ყველაფერი იმის გამომზეურება, რაც მოხდა და ამას ის სტრუქტურები შეისწავლის, რომელსაც ეს ევალება. ვწუხვარ, რომ დავით კირვალიძემ, რომელიც ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანია, მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, თითოეულ მინისტრს აკისრია და იმაზე, რაც სამინისტროში ხდება, ამ უწყების ხელმძღვანელია პასუხისმგებელი", - განაცხადა საგანელიძემ.