"დავით კირვალიძემ აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, დავით კირვალიძემ აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.

"დავით კირვალიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან როცა დაწყებულია გამოძიება მის უწყებაში, მან გაიზიარა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე კარგად ვიცნობ კირვალიძეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი კარგად დასრულდება და არავითარი პრობლემები არ იქნება", - განაცხადა ხიდაშელმა.