მანანა კობახიძე:   არც ერთ მაღალჩინოსანს კანონის დარღვევა არ ეპატიება

მანანა კობახიძე: არც ერთ მაღალჩინოსანს კანონის დარღვევა არ ეპატიება

პირადი ინტერესების პოვნა ნებისმიერ სტრუქტურაში მყოფი პირისთვის უპატიებელია, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მეურნეობის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება. 

მისივე თქმით, არც ერთ მაღალჩინოსანს, ვინც არ უნდა ის კანონის დარღვევა არ ეპატიება.

"სამწუხაროა, თუ რომელიმე მაღალჩინოსანმა გადაწყვიტა, ამ ძალიან დიდი საქმიდან რასაც სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ჰქვია, რაღაც პირადი ინტერესი ეპოვნა. ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დადგინდეს რა დარღვევებთან გქვონდა საქმე და ვინ ისარგებლა ამ ყველაფრით. არ ვიცი ბატონ დავით კირვალიძის გადადგომა რას უკავშირდება. ალბათ, ის გააკეთებს განმარტებებს. ყოველ შემთხვევაში, არც ერთ მაღალჩინოსანს ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის დარღვევა არ ეპატიება. ასეთია პრემიერის მიდგომა, შესაბამისად, გაკეთდება განცხადებები, მაგრამ, სამწუხაროა, თუკი ეს გადადგომა უკავშირდება ამ პროცესებს. ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ, ალბათ თვითონ უკეთ გააკეთებს განცხადებას", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, მან არ იცის არის თუ არა კირვალიძე ის მინისტრი, რომელთანაც პრემიერს კითხვები ჰქონდა.