ლევან დავითაშვილი:     მინისტრის გადადგომის მიუხედავად, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გაგრძელდება

ლევან დავითაშვილი: მინისტრის გადადგომის მიუხედავად, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გაგრძელდება

ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის გადადგომის შემდეგ სერიოზულ ცვლილებებს არ ელოდება. 

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა "ინტერპრესნიუსს განუცხადა". მისი თქმით, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
დავითაშვილი აცხადებს, რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტია დაგეგმილი, რომლის განხორციელებასაც მინისტრის გადადგომა ხელს არ შეუშლის.

"მინისტრის გადადგომა პირდაპირპროპორციულად არ უნდა აისახოს ჩვენს სამუშაო რეჟიმზე", - აცხადებს დავითაშვილი.

მისივე თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტო არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელზეც სახელმწოფო კონტროლს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.