საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დავით შავლიაშვილი დაინიშნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დავით შავლიაშვილი დაინიშნა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დავით შავლიაშვილი დაინიშნა. 

დავით შავლიაშვილი დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

ახალი თავმჯდომარე განათლებით იურისტია სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ფლობს ორ უცხო ენას ინგლისურსა და რუსულს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.