სტუდენტი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სტუდენტი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თსუ-ს მესამე კურსელი სტუდენტი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსსს" ემერჯენსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხურციძემ განუცხადა, გუშინ თსუ-ს მეორე კორპუსში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულ მე-3 კურსის სტუდენტ გოგონას ღვიძლზე ქირურქგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ჰემოსტაზია არ აღენიშნება.

სტუდენტ გოგონას ფილტვის ცალმხრივი დაჟეჟილობა და მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

ნატალია ხურციძის ინფორმაციით, დაზარალებული სტუდენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მას თავზე ტრავმები არ აქვს, რაც მისი გადარჩენის იმედს იძლევა.

უბედური შემთხვევა თსუ-ს მეორე კორპუსში გუშინ მოხდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, გოგონას შეყვარებულმა ხელი ჰკრა და მესამე სართულიდან გადმოაგდო.