Agence France Press - ამერიკამ დადებითად შეაფასა საქართველოს დემოკრატიული რეფორმები

Agence France Press - ამერიკამ დადებითად შეაფასა საქართველოს დემოკრატიული რეფორმები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა საქართველოს დემოკრატიული რეფორმები და მხარდაჭერა გამოხატა მისი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისადმი, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ფონზე. ამის შესახებ Agence France Press იუწყება.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ნატო-სა და ევროპასთან მიმართებაში. ასევე მივესალმებით ქვეყანაში ძალაუფლების დემოკრატიულად გადაბარებას", - განაცხადა ჯონ კერიმ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თავის მხრივ, ოთხშაბათის შეხვედრაზე, სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა კერის, რომელიც "პირველი მოევლინა მხსნელად საქართველოს" 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის დროს.

"ჩვენ გვჭირდება ამერიკის მხარდაჭერა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს დემოკრატიისთვის ამ რთულ პერიოდში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი, რომელსაც ვადა ოქტომბერში ეწურება, - წერს AFP, - და მისი გუნდი საქართველოს მთავრობას ადანაშაულებენ დემოკრატიული რეფორმების გაუტარებლობასა და ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში. თუმცა, პრემიერ-მინისტრი უარყოფს ამ ბრალდებებს.