კობა დავითაშვილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

კობა დავითაშვილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი მომავალი კვირიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს .

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 200 000 ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ" მის საკანონმდებლო ინიციატივაზე რეფერენდუმი ჩატარდეს.

"პარლამენტი ჩემს კანონპროექტს არ ითვალისწინებს. სწორედ, ამიტომ მომავალი კვირიდან ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას. როგორც ვიცი, 200 000 ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს და საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მოსახლეობამ ამ კითხვაზეც გასცეს პასუხი: უნდა აიკრძლოს თუ არა აზარტული თამაშები საქართველოში?! მჯერა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აკრძალვის მომხრე იქნება", - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.

პარლამენტმა "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ" კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა გუშინ მეორე მოსმენისას ჩააგდო.