"ლაბორატორია 1918"-ის წევრები შსს-ში იმყოფებიან

"ლაბორატორია 1918"-ის წევრებიდან, რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს, უმეტესობა გათავისუფლებულია და პოლიციაში ამჟამად მხოლოდ 4 მათგანი რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შსს-დან იუწყება, სტუდენტური გაერთიანების გათავისუფლებული წევრები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფებიან და დღეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ხელწერილით არიან გათავისუფლებული. მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ცოტა ხანში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.