საია - სამტრედიის #38 უბანზე დაკვირვებას დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმა ახორციელებდა

საია - სამტრედიის #38 უბანზე დაკვირვებას დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმა ახორციელებდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სამტრედიის #38 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა დაფიქსირდა. 

საია-ს ცნობით, ორგანიზაციის "ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების" სახელით დაკვირვებას ხონის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე ახორციელებდა, რომელიც, მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა არის.