ბიძინა ივანიშვილი მიშელ პლატინის შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი მიშელ პლატინის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს ცენტრში UEFA-ს პრეზიდენტს მიშელ პლატინის შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ. 

როგორც პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პლატინი სპორტის სასახლეში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. ფუტსალის ოთხთა ფინალზე დასასწრებათ, UEFA-ს პრეზიდენტის გარდა, თბილისში 20-ზე მეტი უმაღლესი რანგის სტუმარი ჩამოვა. მათ შორის უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტები და სხვადასხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები,

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიშელ პლატინიმ ბიძინა ივანიშვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.