პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებს შეიწყალებს

პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებს შეიწყალებს.

შეყალების კომისიის სხდომა პრეზიდენტის სასახლეში ხვალ, 13:00 საათზე დაიწყება.

"ჩვენ ტრადიციას არ ვუღალატებთ და საქმეებისადმი, რომლებიც ეხება მკვლელობას, გაუპატიურებას, ნარკოტიკების რეალიზაციას, რეციდივს, ყაჩაღობას, ადამიანების გატაცებას, ოჯახურ ძალადობას, ნეგატიურად ვართ განწყობილი და ამ შემთხვევაში რეკომენდაციას არ ვაძლევთ. მე ვითათბირებ კომისიასთან, მერე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან და თუ ის არ იქნება წინააღმდეგი, მაშინ 26 მაისისთვის ჩვენ კიდევ ჩავატარებთ სხდომას", - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ.