თბილისის მერია 26 მაისის ღონისძიებებში ორი მიმართულებით იქნება ჩართული

თბილისის მერია 26 მაისის ღონისძიებებში ორი მიმართულებით იქნება ჩართული

თბილისის მერია 26 მაისის ღონისძიებებში ორი მიმართულებით იქნება ჩართული.

ამის შესახებ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა.

"თბილის მერია ისევე როგორც ყოველთვის, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებში ორი მიმართულებით იქნება ჩართული, ესაა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. უახლოეს დღეებში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. ჩვენ ვალდებულებები გადავინაწილეთ, ღონისძიება თბილისში სამ ადგილს გაიმართება, ესაა რუსთაველის გამზირი, გლდანი და ვარკეთილი, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სხვა ადგილებშიც იყოს გარკვეული აქტივობები", - განაცხადა ქაცარავამ.

როგორც თავის მხრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა განაცხადა, იდეის დონეზეა, უცხოეთში მოღვაწე ქართველების ჩამოყვანა, ამ კონტექსტში მან ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე დაასახელა.