რიჩარდ ნორლანდი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

რიჩარდ ნორლანდი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უნივერსიტეტიდან აცნობეს, რიჩარდ ნორლანდი სტუდენტებს საქართველო-ამერიკის თანამშრომლობაზე ესაუბრა, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხა.

"თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ტრადიციას აგრძელებს და მაქსიმალურად უწყობს ხელს უნივერსიტეტში არსებული ყველა მიმართულების სტუდენტებს, შეხვდნენ შესაბამისი პროფესიების წარმატებულ ადამიანებს, პირადად მათგან მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ და პირისპირ დაუსვან შეკითხვები მათვის საინტერესო თემებზე", - განმარტავენ უნივერსიტეტში.

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი ავტორიზებული უნივერსიტეტია დასავლური სტანდარტების შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებითა და მკვეთრად განსაზღვრული პრიორიტეტებით.