ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი 26 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს

ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი 26 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი და საქართველოს მოქალაქე, 26 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს 26 მაისისადმი მიძღვნილი საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"მთავარი არის პრინციპი და კონცეფცია, თუ როგორი იქნება 26 მაისი. ეს მთელ საქართველოს ეკუთვნის, ამიტომ მის აღნიშვნაში მთელი საქართველო მიიღებს მონაწილეობას. ეს არ იქნება ცენტრალიუზებული ღონისძიება თბილისში, რომელსაც მოწვეული სტუმრები დაესწრებიან და მეტი არავინ. ეს არა სხვებისთვის, არამედ ყველასთვის იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტს, იგი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, მიიღებს მონაწილეობას. ეს ღონისძიება არ იქნება, როგორც აქამდე იყო, რომ მთავრობა რაღაცას აკეთებს და მთელი დანარჩენი საქართველო უყურებს. 26 მაისს იქნება საერთო ეროვნული ზეიმი, რომელშიც მეც თქვენთან ერთად მივიღებ მონაწილეობას, რუსთაველის პროსპექტზე იქნება ეს, თუ რეგიონში დაგეგმილ რომელიმე ღონისძიებაში, როგორც ყველა დანარჩენი, ვისაც ამის სურვილი ექნება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.