NDI - მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად 3% აფასებს

NDI - მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად 3% აფასებს

NDI-ს გამოკითხულთა 73% პატრიარქის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, - ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც NDI-მ გამოაქვეყნა. 

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქმიანობას, 73% პატრიარქის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 16% - აფასებს კარგად, 21% - აფასებს საშუალოდ.

რაც შეეხება პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, გამოკითხულთა 28% მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 35% - კარგად აფასებს, 19% - საშუალოდ, 4% - ცუდად, 1% - ძალიან ცუდად.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას – ძალიან კარგად 6% აფასებს, კარგად აფასებს - 38%, ხოლო 33% - საშუალოდ, 3% - ცუდად.

დავით ბაქრაძის საქმიანობას - 4% ძალიან კარგად აფასებს, 20% - კარგად, 40% - საშუალოდ, 15% - ცუდად, 1% - ძალიან ცუდად.

მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას – 3% აფასებს ძალიან კარგად, 13% - კარგად, 34% - საშუალოდ, ცუდად აფასებს - 26%, ხოლო ძალიან ცუდად - 12%.

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას საქმიანობას - გამოკითხულთა 3% ძალიან კარგად აფასებს, 11% - კარგად, 28% - საშუალოდ, 29% - ცუდად, 11% - ძალიან ცუდად.

უშიშროების საბჭოს მდივანის გიგა ბოკერიას საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 1%, 5% - კარგად, 17% - საშუალოდ, 32% - ცუდად, 18% - ძალიან ცუდად.