მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქის ქართული სკოლის დირექტორი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქის ქართული სკოლის დირექტორი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქის ქართული სკოლის დირექტორი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონი უკვე დატოვა. მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში გუშინ ჩავიდა. თავდაპირველად პრეზიდენტი ახლქალაქისა და ყუმურდოს ეპარქიაში მივიდა და მეუფე ნიკოლოზს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.