ბიძინა ივანიშვილი დიტერ ბოდენს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი დიტერ ბოდენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, დიტერ ბოდენს შეხვდა. 

ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "რობერტ ბოშის ფონდის" კონსულტანტ დიტერ ბოდენთან შეხვედრა პრემიერის ბიზნესცენტრში გაიმართა.

დიტერ ბოდენთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილა.