ონოფრიშვილის ვიზიტი ამერიკაში

ონოფრიშვილის ვიზიტი ამერიკაში

აშშ-ი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დავით ონოფრიშვილი, სადაც იგი მოხსენებით გამოვიდა ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთშორისო კონფერენციაზე „გეოპოლიტიკა და ევრაზიის ენერგო რესურსების პერსპექტივები“. კონფერენციაზე მან ისაუბრა სამხრეთ დერეფნში არსებული ნავთობსა და გაზსადენების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს გავლით მომავალი გაზსადენის შესაძლებლობების პერსპექტივებზე.

ასევე დაგეგმილია დავით ონოფრიშვილის შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში, სადაც საუბარი იქნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს ტომ პრაისს, კონგრესმენებს პიტერ როსკამს, ადრიან სმიტს და წარმოადგენლობითი პალატის სხვა წევრებს.