"ნაციონალური მოძრაობის" ხვალინდელი აქციის დეტალები ზუსტდება

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხვალისთვის დაგეგმილი აქციის დეტალები ზუსტდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი პატარაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, თუ როგორი ფორმატით გაიმართება აქცია.

"თუმცა, ყველაფერს დღეს არ ვიტყვით, ზოგიერთს სიურპრიზად დავიტოვებთ",-აღნიშნა პატარაიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ხვალ, რუსთაველის გამზირზე 16.00 საათზე უნდა დაიწყოს.