კოტე კუბლაშვილი: ახალი პროკურორები კვალიფიკაციით ძველებს ჩამორჩებიან

კოტე კუბლაშვილი: ახალი პროკურორები კვალიფიკაციით ძველებს ჩამორჩებიან

,,ახალი პროკურორები კვალიფიკაციით ძველებს ჩამორჩებიან", _განაცხადა "პირველი რადიოსათვის" მიცემულ ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილლმა.
კუბლაშვილის განცხადებით, მას ეს ინფორმაცია თავად მოსამართლეებმა მიაწოდეს.

მისივე განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში პროკურორების გადამზადებაში მოსამართლეებიც მონაწილებდნენ ახლა კი ეს პროცესი შეჩერებულია, რაც შედეგზეც აისახა.

,,ადრე იყვნენ ძალიან კარგად მომზადებული პროკურორები, რატომ იმიტომ, რომ ხუთი თუ ექვსი წლის განმავლობაში მოსამართლეებიც იღებდნენ მონაწილეობას ტრენინგებში და იქ მიდიოდა პროკურორების ტრენინგიც. მოსამართლეებისგან ვიცი, რომ ახლანდელი სიტუაცია გაცილებით განსხვავებულია. მოიყვანეს ახალი პროკურორები, რომლებიც კვალიფიკაციით საკმაოდ ჩამორჩებიან ძველ პროკურორებს", -განაცხადა კუბლაშვილი და აღნიშნა, რომ გარკვეულ საქმეებში მტკიცებულებები სუსტია.