მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში სამხრეთ კავკასიის ფორუმს დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში სამხრეთ კავკასიის ფორუმს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაისში აზერბაიჯანში ჩავა სამხრეთ კავკასიის ფორუმზე დასასწრებად. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

დიასპორის საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის პირველი საერთაშორისო ფორუმი ბაქოში 6-დან 8 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

ფორუმს 60 ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა სახელმწიფოების ყოფილი ლიდერები, ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები დაესწრებიან.