ბაჩო ახალაია სასამართლო განხილვებს დაუბრუნდება

ბაჩო ახალაია სასამართლო განხილვებს დაუბრუნდება

ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროინდელი ბრალდებების განხილვებს დაუბრუნდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

დაცვის მხარის, კერძოდ ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა პროცესზე მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით, საქმის მნიშვნელობიდან გამომდიანარე, ახალაია დაშვებულ იქნას განხილვებზე.
ამასთან, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ახალაია მომავალ პროცესებზე წესრიგის დარღვევას არ აპირებს.

აღნიშნულ შუამდგომლობაზე ბრალდების მხარეს, კერძოდ პროკურორებს, დაცვის მხარე წინააღმდეგი არ წასულა.

როგორც პროკურორმა ჯემალ კოპალეიშვილმა აღნიშნა, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე მხარს უჭერს ბაჩო ახალაიას დაშვების საკითხს შემდგომ პროცესებზე. თუმცა, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ შუამდგომლობა საპროცესო ნორმების დარღვევით იქნა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქიდან გამომდინარე, რომ განცხადებას არ ჰქონდა ბრალდებულის ხელმოწერა.
ამასთან, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებამდე, ბაჩო ახალაიას ადვოკატებს მისცა გაფრთხილება, რომ თუკი შემდგომ პროცესზე ახალაია წესრიგს დაარღვევს და მსგავსი შემთხვევა განმეორდება, იგი განხილვებიდან კიდევ ერთხელ იქნება გაძევებული და პროცესს ვეღარ დაუბრუნდება.

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული. მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაგრძელდება თუ არა დღევანდელი პროცესი, რომელიც ბაჩო ახალაიას გარეშე დაიწყო. ამასთან, რამდენიმე წუთში გაირკვევა, შეძლებს თუ არა საბადრაგო სამსახური ახალაიას პროცესზე მოყვანას.
ამასთან, ახალაია სასამართლო პროცესიდან წესრიგის დარღვევის გამო წინა პროცესიდან გააძევეს.